Google+

რელიზები

16.03.2008
მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების გარშემო უპრეცედენტო პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ეს საკითხი სწორედ ახლა წყდება.

"საქართველოს რეგიონებით ჩვენი მეზობლის თამაშთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარებაა. ყველანი მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულნი როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. უახლოეს დღეებში საპარლამენტო არჩევნების თარიღს გამოვაცხადებთ - ხალხმა არჩევნების მაისში ჩატარება მოითხოვა და ჩვენ ხალხის ნება უნდა შევასრულოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ოპოზიციის ზომიერ და რადიკალურ ნაწილებს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა ის დროა, როცა ყველა ქვეყნის სადარაჯოზე დადგეს.

"მინდა, იგივე იმ ადამიანებსაც ვუთხრა, ვინც შიმშილობა გამოაცხადა. ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ამ არაქრისტიანულ ფორმას მიმართეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა არის დრო, როცა საქართველოს მომავალში თავისი ადგილი ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლა და დემოკრატიული პროცესი უნდა გაგრძელდეს, არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. "ეს არჩევნები იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ საქართველოს პოზიციები გაძლიერდეს. ჩვენი საბოლოო ამოცანა და მიზანი სოხუმია და დღეს ყველა ამ მიზნის გარშემო უნდა დაირაზმოს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)