Google+

რელიზები

20.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყო. რატომ უნდა მიიღოს ალიანსმა საქართველო მის რიგებში, რა უნდა იყოს გადამწყვეტი ამ საკითხში და რა როლი ექნება რუსეთს - ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობის მოწესრიგებას შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას 300-მდე პოლიტოლოგი, წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და ამერიკული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი ცვლილება განხორციელდა. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ამ ცვლილებების შემდეგ, ნატო-ს ქმედებებზეა დამოკიდებული. საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბუქარესტის სამიტზე მაპ-ის პროგრამის მიღებას.

1992-93 წლებში სამხედრო ოპერაციისას აფხაზეთიდან 500 ათასი ეთნიკური ქართველი განდევნეს. ეს რუსი სამხედროების მხარდაჭერით მოხდა. 1992 წელს რუსეთმა სოხუმი და აფხაზეთის სხვა ქალაქები დაბომბა. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა კი პროვოკაციაში ქართული მხარე დაადანაშაულა. რა ხდება ახლა? რუსეთს წარსულის დავიწყებას ვთავაზობთ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მოსკოვში მაღალჩინოსანთა ნაწილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება სურს. ჩვენ მზად ვართ ეს კონფლიქტი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოვაგვაროთ. იმედია, ამაში საერთაშორისო მხარდაჭერაც გვექნება...

ახლა მართლაც ისტორიული მომენტია და საქართველოს სურს ნატო-სთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. მიმდინარეობს იდეოლოგიური დებატები, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ეძღვნება. დებატების მთავარი თემაა თუ სად გაივლის მომავალში ალიანსის საზღვარი ევროპაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც დანარჩენი ევროპული ქვეყნებისთვის, პრიორიტეტულია რუსეთთან მეზობლური ურთიერთობის დამყარება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რუსი პოლიტიკოსების გამოსვლებიც, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკის მიმართულებებს ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)