Google+

რელიზები

31.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი კომპანიის პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი კომპანიის "კალაკაპიტალის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მიღწევაა ის, რომ წარმატებული ადამიანები საკუთარ ქვეყანაში აბანდებენ კაპიტალს და ახალ ბიზნესს ქმნიან.

"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო საინვესტიციო პროცესების ლიდერად რჩება. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში უკვე 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. შარშან 2 მილიარდს ცოტა დააკლდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინვესტიციების რაოდენობა ძალიან მაღალ მაჩვენებლებს გადაცდება. დღეს აქ შეიკრიბა ხალხი, რომელსაც დიდი გამოცდილება და კარგი სახელი აქვს იმისათვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს. კახი კალაძეს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ფეხბურთი სამუდამო პროფესია არ არის, თუმცა, ვუსურვებ დიდხანს და წარმატებით იასპარეზოს სპორტის ამ სახეობაში. მთავარია ის, რომ ქართველები საქართველოში ბრუნდებიან და მთავარია ის, რომ წარმატებულ ქართველებს საქართველოს აღმშენებლობის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. კახის სურვილი, პირადი ენერგია და ფინანსური სახსრები საკუთარ ქვეყანას მოხმაროს, არის ის, რისკენაც თითოეული ჩვენგანი უნდა მიისწრაფოდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კახა კალაძის კომპანია სამი მიმართულებით იმუშავებს და ის საბანკო სექტორს, უძრავ ქონებასა და ენერგეტიკის სფეროს მოიცავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)