Google+

რელიზები

11.04.2008
საქართველოს პრეზიდენტმა ზესტაფონში ქარხანა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ზესტაფონში ჯერ "საქკაბელის" ქარხანა დაათვალიერა, საწარმოს მუშა-ხელს გაესაუბრა და მათი მუშაობის პირობებს გაეცნო. „ამბობენ, რომ სამუშაოზე მხოლოდ 35 წლის ადამიანები სჭირდებათო, აგერ, 73 წლის ასაკში დაინიშნა ადამიანი ქარხნის დირექტორად. ამ ადამიანებს ოქროს ფასი აქვთ... როცა საუბრობენ სად მიდის სახელმწიფოში შემოსული ფული? ეს ხალხი აბანდებს ფულს საწარმოებში, ყიდულობს ჩვენს პროდუციას, ასაქმებს ჩვენს ხალხს. ეს არის უცხოური ინვესტიცია. შარშან ჩვენ, არეულობის შედეგად თითოეულ ქართველ ოჯახს ჯიბიდან ამოაცალეს 300 ათასი ლარი. ყოველგვარი ლაპარაკიც კი არეულობაზე, არის მავნე. ინვესტორი დებს ფულ იმაში, რომ ხალხი დასაქმდეს. ჩვენ არ უნდა გავხერხოთ ის ტოტი, რომელზეც ერთად ვზივართ."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზესტაფონში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილმა სოფელ მეორე სვირშიც სახნავ-სათესი სამუშაოები მოინახულა და გლეხებს გაესაუბრა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი ამირან ჯუღელის ოჯახში მივიდა. ოჯახის უფროსმა პრეზიდენტს მადლობა სახელმწიფო ხარჯებით გაკეთებული თვალის კატარაქტის ოპერაციის გაკეთების გამო გადაუხადა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონის გამგეობაში იმერეთის ქალაქებისა და რაიონების მერებსა და გამგებლებს შეხვდა და დავალებები მისცა. გამგებლებმა წლის ბოლომდე რეგიონის ორასივე სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე გაზიფიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება უნდა უზრუნველყონ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)