Google+

რელიზები

04.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დუშეთს სტუმრობდა, სადაც რამდენიმე ობიექტი მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად კულტურის სახლის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კულტურის სახლს კაპიტალური რემონტი უტარდება. ობიექტზე მიხეილ სააკშვილი მშენებლებს გაესაუბრა და რემონტის დაჩქარება სთხოვა.

"რაც უფრო მალე დაამთავრებს მუშა შეკვეთას, მით უფრო მალე დაიწყებს სხვა შეკვეთაზე მუშაობას და მით მეტი შემოსავალი ექნება. ამიტომ სწრაფად მუშაობა უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კულტურის სახლის შემდეგ პრეზიდენტი დუშეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ასევე რემონტი მიმდინარეობს. ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილმა ხალიჩების წარმოება დაათვალიერა. დუშეთის ხალიჩების ფაბრიკა იაფი კრედიტის პროგრამის მეშევეობით აღდგა. ფაბრიკაში ამჟამად ორასამდე ადამიანია დასაქმებული.

"გარდა იმისა, რომ ხალხს იაფი კრედიტები მივეცით, ჩვენი ამოცანაა 50 თვიანი პროგრამის ფარგლებში შემოვიყვანოთ გზა და ბუნებრივი გაზი. თუმცა ეს არა 50 თვის შემდეგ, არამედ ახლავე უნდა გაკეთდეს. რაც უფრო გაფართოვდებით, მით უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს. სიღარიბის დაძლევისთვის სწორედ ასეთი საწარმოები გვჭირდება. დუშეთში კი ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)