რელიზები
28.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტი გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თავდაცვის აკადემიის თანამშრომლები და სამხედრო პირები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველ ოფიცერთა დამსახურება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და განაცხადა, რომ ქართველ ოფიცერთა მომზადების უმნიშვნელოვანესი ტრადიცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მან ყურადღება ავღანეთშო სამშვიდობო მისიაში ქართველ სამხედროთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის აკადემიის აღდგენა, რომლის ინიციატორი თავად იყო, სწორედ ამას ემსახურებოდა.