Google+

რელიზები

10.12.2008
მთვარობის სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა

სახელმწიფო კანცელარიაში განახლებული მთავრობის სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ახალმა მინისტრებმა საქართველოს პრეზიდენტისაგან დავალებები მიიღეს - კოორდინირებული მუშაობა და მოსახლეობასთან მეტი კონტაქტი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავარი, რაც ამ გადაადგილებებს უნდა მოყვეს, ეს ევროპასთან დაახლოება, შეიარაღებული ძალების განვითარების სწორად წარმართვა და მშვოდობის დაცვაა.

" პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა.პრემიერთან შეთანხმების საფუძველზე, ვაპირებდით მთავრობის ფუნდამენტურ განახლებას, ახალი სისხლის გადასხმას. ეს ამჯერად უპრეცენდენტო მაშტაბით განხორციელდა.

ჩვენ ბევრი საინტერესო და ახალი მინისტრი გვყავს და მსურს ყველას წარმატება ვუსურვო მუშაობაში. ეს იქნება ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ბრძოლის პირობებში, ჩვენ რამოდემიმე მთავარი ამოცანის გადაწყვეტა გვიხდება.

მინისტრთა კაბინეტში ახალი დანიშვნები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა და მთავრობა ბევრად უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ინსტიტუტებს და ევროპას, ვუზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და სწორი გზით წავმართოთ შეიარაღებული ძალების მშენებლობა და რეფორმირება.

მთავრობისგან კონკრეტულად მოთხოვნების რამოდენიმე კრიტერიუმი მაქვს - კოორდინირებული მუშაობა საკითხების ღრმა ცოდნა, მუდმივი ურთიერთქმედება ჩვენს საზოგადიებასთან.

მუდმივი ხედვა იმისა სად ვართ, საით მივდივართ, რა პერსპექტივები გვაქვს ამ ამოცანების გადასაწყვეტად. გამოწვევები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ კრიტერიუმების პირობებში თავს გავართმევთ ამ ახალი ამოცანების სათანადო დონეზე შესრულებას.

გისურვებთ ყველანაირ წარმატებას თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმეში"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)