Google+

რელიზები

21.12.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში რეაბილიტირებული ნაწილის პრეზენტაციას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთათურებისათვის საახალწლო ნაძვის ხე აანთო და ქუთაისის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:

"მოგესალმებით!

მინდა აღტაცება გამოვხატო ამ სილამაზის გამო და იმ ასობით სპეციალისტს, მუშას, მშენებელს მადლობა გადავუხადო ამ პროექტზე მუშაობისათვის.

ეს ჩემთვის ესთეტიკის პროექტი არ არის. ქუთაისი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

ჩვენ ყველანი ცოტათი ქუთაისლები ვართ.

ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ინვესტორების ჩამოსაყვანად და ჩვენი გაჩერებული ფაბრიკა-ქარხნების ასამუშავებლად.

ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, არ შევაჩეროთ ჩვენი ეკონომიკის განვითრება, ხალხის დასაქმება, რადგან ჩვენს გამძლეობასა და სტაბილურობაზე გადის გზა საქართველოს გამთლიანებისაკენ.

ვერცერთი ინჟინერი ცხრა თვეში ვერ გააკეთებდა იმას, რაც ქუთაისში შეიქმნა.

მიუხედავად ეკონომიკური სიძნელეებისა, ჩვენ ამ პროექტს არ შევაჩერებთ. ამ ქალაქში ათჯერ მეტი გაკეთდება.

წინ დიდი შრომა გველის.

მადლობა მინდა ვუთხრა ენთუზიასტებს, არქიტექტორს ორბელაძეს და ნინიძეს.

მადლობა მინდა ვუთხრა ზურაბ ადეიშვილს, რომლის ენთუზიაზმით შეიქმნა სიღნაღი და გაგრძელდება ქუთაისის შექმნა.

მადლობა მინდა ვუთრა ჩოგოვაძეს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს.

რამდენიმე დღის წინ, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა მისაყვედურა, ქუთაისი ზედმეტად სწრაფად შენდებაო.

ამ გზაზე დღეს დაიგო ბოლო ქვაფენილი, მინდა ვუთხრა რეზო ჭეიშვილს, რომ სწრაფად გაკეთდა, მაგრამ ხარისხიანად.

ერთი წლის წინ, აქ ვიდექი და დაგპირდით, რომ ამ სასწაულს შევქმნიდით.

ჩემთვის მთავარი სასწაული მაშინ იქნება, როდესაც ქუთაისში ამუშავდება საწარმოები, როდესაც არცერთი დაუსაქმებელი ადამიანი და ღარიბი ოჯახი აღარ იქნება.

ამისათვის დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ეს გზა აღმშენებლობაზე გადის.

დღეს მე მაქვს საპატიო მოვალეობა, თუმცა მე ვხედავ რუსუდან კერვალიშვილის, რომელიც ფიფქიასათვის არის გამოწყობილი და ნაძვის ხეს სწორედ ის აანთებს."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)