Google+

რელიზები

22.12.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიშელ ლეგრანი მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგი კომპოზიტორი და მაესტრო მიშელ ლეგრანი მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის კანცელარიაში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლისთვის და დაზარალებულთა მხარდასაჭერი კონცერტის გამართვისთვის მაესტროს მადლობა გადაუხადა. მიშელ ლეგრანმა სურვილი გამოთქვა საქართველოს დროშის სამკერდე ნიშანი ჰქონოდა.

"აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობითა და მუსიკალური მგრძნობელობით. საქართველო მუსიკოსების, ხელოვანთა და სიყვარულის ქვეყანაა. აღფრთოვანებული ვარ ქართველთა ხმითა და გულითადობით. კმაყოფილი ვარ იმით, რომ დღეს თქვენს ქვეყანაში სიმშვიდეა - ომების დრო წავიდა. ჩემთვის დაუვიწყარი იქნება სრულიად საქარველოს კათალიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრა, რომელიც ჩემთვის ძალზე თბილი და ემოციური იყო. მე მიყვარს საქართველო და სიამოვნებით ვატარებდი თქვენს დროშას. მე მას საფრანგეთის სიმბოლოს გვერდით მივიბნევდი", - აღნიშნა მაესტრომ პრეზიდენტთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა მას სურვილი შეუსრულა და სამკერდე ნიშანი უსახსოვრა.

"დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დაზარალებულთა მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეთ. საქართველოში თქვენ, როგორც თანამედროვეობის უდიდეს მუსიკოსს, უზარმაზარ პატივს გცემენ", - განუცხადა მას საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)