Google+

რელიზები

01.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი ქართულ-ოსურ ოჯახს პირადად მიულოცა

ახალი, 2009 წლის ღამე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში, რუსული აგრესიით დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად, კერძოდ, ქართულ-ოსურ ოჯახში გაატარა. მიხეილ სააკაშვილი დევნილებს საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მათი დასაქმების უზრუნველყოფას დაპირდა.

"გისურვებთ, რომ უბედურება, რომელიც 2008 წელს გადავიტანეთ, წარსულში დარჩენილიყოს. ეს ასეც იქნება. მინდა იცოდეთ, რომ ვერც მე და ვერ ერთი ჩვენი მინისტრი ვერ დავიძინებთ მშვიდად და ვერ ვიტყვით, რომ რაიმეს მივაღწიეთ, ვიდრე თქვენს სახლებში მტერი იბოგინებს; მტერი, რომელმაც იქიდან გამოგყარათ. სიტყვას გაძლევთ, მათი იქ ბოგინი და ხეტიალი დროებითია. მანამდე კი ჩვენ არც ერთი წუთით არ მიგატოვებთ. მეც და ბიჭებიც, ყველა პირადად ვიყავით დაკავებული ამ სახლების მშენებლობითა და კეთიმოწყობით, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ აქ შემოსახლებით არ მთავრდება თქვენზე ზრუნვა - ჩვენი ზრუნვა და ყურადღება მანამდე არ მოგაკლდებათ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ.

"ძალიან მიხარია ქართულ-ოსური ოჯახის ნახვა, რადგან ჩემთვის ოსები და ქართველები განუყოფლები არიან. ჩვენში ბევრი ეთნიკური ჯგუფია, მაგრამ ყველას ერთი საქართველო გვაქვს. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მტერი არც ერთი ოსი არ არის", - განუცხადა მათ ქვეყნის პირველმა პირმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)