Google+

რელიზები

21.01.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ექსპერტებს შეხვდა

ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ესქპერტებს შეხვდა. რამდენიმესაათიანი დიალოგის მთავარი თემები რუსეთ-საქართველოს ომი და ფინანსური კრიზისი იყო. შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტთა მოსაზრებები ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას დიალოგის სახე უნდა ჰქონდეს და იგი მზადაა კრიტიკული შენიშვნების მოსასმენადაც. შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა და სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები და მიმდინარე პრობლემები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო. ასევე ილაპარაკეს ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების გზებზე.

მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას გაფართოებული საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ ექსპერტები იქნებიან. ამ საბჭოს მთავარი მიზანია ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

"ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მსოფლიო კრიზისის დამანგრეველი შედეგები საქართველოს თავიდან ავაცილოთ. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსმინოთ იმ ხალხს ვინც ამ თემებზე მუდმივად მუშაობს, მათ პრესისა და ტელევიზიით განიხილავს; ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათაც, ვინც შესაძლოა არ გვეთანხმებოდეს ან, პირიქით, ვისი აზრიც ჩემთვის არის მიუღებელი. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მსგავს შეხვედრებს. მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებისა და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველას ერთი ამოცანა გვაქვს - საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი და ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, მათ შორის, ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისისგან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები სისტემატური უნდა გახდეს. როგორც მან აღნიშნა, დიდი საბჭო უახლოეს კვირებში შეიქმნება, რომლის მუშაობაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)