Google+

რელიზები

26.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ჩქაროსნული ავტობანის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის, დაახლოებით, ათკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და ახალი საფარი პირადად დაათვალიერა. ახალი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფომ 92 მილიონი ლარი გამოყო. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ახალი გზა გორამდე დაიგება. ამ გზის მშენებლობა წლის დამლევამდე უნდა დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილი გზის მშენებლებს გაესაუბრა და მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში მშენებლობა არც ერთ შემთხვევაში არ შეჩერდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობაზე დასაქმებულ 5 ადამიანს, რომლებმაც ომის დროს ძვირადღირებული ტექნიკა სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს, ღირსების ორდენებს გადასცემენ.

"საქართველოში ყველა გზის დაგებას მინიმუმ 4 წელი დასჭირდება, შემდეგ კი მათი გაფართოება და მოვლა იქნება საჭირო. აქედან გამომდინარე საქმე სულ გვექნება. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქართველი მეგზევეები რუსეთში, უკრაინაში, შუააზიასა და სხვა ქვეყნებში წავიდნენ. სწორედ იმ დროს დავკარგეთ საუკეთესო კადრები და საქართველოში ეს სკოლა ჩაკვდა. არადა, ტრადიციულად კარგი სპეციელისტები გვყავდა. ახლა ჩვენს სპეციალისტებზე ისევ იქნება მოთხოვნა. იმას გარდა, რომ ჩვენ გზებს ვაგებთ და ამით ეკონომიკას ვანვითარებთ, ვასაქმებთ ჩვენს ხალხს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დასაქმებულთა ოჯახებს შემოსავალი უჩნდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. როდესაც ოჯახის წევრებმა იციან, რომ დილით მათი მამა, ძმა ან შვილი სამსახურში მიდის, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მტერი შორიდან გვიყურებს და შურს, რადგან მათი პროვოკაციებისა და შემოტევების მიუხედავად საქართველოში მშენებლობა არ შეჩერდება. საქართველოს საკმარისი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს. მინდა იცოდეთ, რამდენად მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ აგვისტოში, როდესაც რუსი ოკუპანტები ბეტეერებით მოძრაობდნენ, პარალელურად გზის დამგები მანქანა მუშაობდა. სხვათა შორის, ტირძნისში ქალებმა, რომელთა გვარები დღემდე ვერ გავიგეთ, ჩააქრეს ცეცხლი ერთ-ერთ სკოლაში, რომელსაც რუსები და ოსი სეპარატისტები წვავდნენ. სწორედ მაშინ, ამ მეგზევეებმა ტყვიების წვიმაში გადაარჩინეს საგზაო ტექნიკა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მეგზევეებთან საუბრისას და დასძინა "ასეთი ხალხი აშენებს საქართველოს! "

დღეს პრეზიდენტმა ახლადგახსნილი ავტობანი პირადად შეამოწმა და ავტომობილის საჭეს თავად მიუჯდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)