Google+

რელიზები

10.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიის რაიონში ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული ხიდი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში გადებული 283 მეტრიანი ხიდი გახსნა. ხიდი უნიკალურია და მას კავკასიაში ანალოგი არა აქვს -მშენებლობაზე, სამი წლის განმავლობაში ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ. "ხალხმა შეიძლება თქვას, რომ რა დროს თავის მოწონებაა, როდესაც ასეთი კრიზისია, მაგრამ სწორედ სიძნელეების დროს არის მნიშვნელოვანი ასეთი პროექტების გაგრძელება. ეს ასაქმებს ხალხს და აძლიერებს ეკონომიკას. შარშან, პირველი ფინანსური კრიზისის წარმოქმნისას, მთავრობაში კამათი გვქონდა იმის შესახებ, გაგვეჩერებინა თუ არა ესეთი პროექტები. მაშინ ვთქვი, რომ არ უნდა გაგვეჩერებინა, რადგან აქ ასობით ადამიანია დასაქმებული. მეორეს მხრივ, ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაცია ამით მაღლდება.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ასეთი პროექტების გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება.... ეს ნიშნავს, რომ გაიზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც აქაც ააშენებენ და უცხოეთშიც წავლენ იგივეს გასაკეთებლად. საქართველომ უნდა მოახერხოს ექსპორტი.

ექსპორტი არა მხოლოდ მანდარინის გატანაა, არამედ ჩვენი სერვისის გატანაც."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)