Google+

რელიზები

06.03.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოში თედიაშვილების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოში, თედიაშვილების ოჯახს ესტუმრა, სადაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. თედიაშვილების ოჯახში დაზღვევის ახალი პაკეტი ყველა წევრმა შეიძინა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს სადაზღვევო პაკეტი ნიშნავს იმას, რომ მთელი წლის განმავლობაში ადამიანს "თავის ტკივილი" აღარ ქონდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე მოქალაქე ცხრამეტ ლარად და ოთხმოც თეთრად ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს პირველადი ჯანდაცვით, გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებით. "ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა ისეთი, მსოფლიო კრიზისის დროს, რომ ხალხი არ დარჩენილიყო დაუცველი და მინდობილი ბედს ყოველგვარი დახმარების გარეშე. თეთრ-თეთრ დავთვალეთ და ბოლოს ეს სადაზღვევო პროგრამა გადავწყვიტეთ. დაზღვევის აღნიშნული პაკეტი ძირითადად საშუალო და საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოსახლეობაზეა გათვლილი.", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)