Google+

რელიზები

09.03.2009
მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ლერი ლაგურაშვილის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ლერი ლაგურაშვილის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლერი ლაგურაშვილის ოჯახს სახელმწიფო არა მხოლოდ ერთჯერად კომპენსაციას, არამედ სისტემატიურ დახმარებას აღმოუჩენს.

" ჩვენ მას ვიცნობდით როგორც გამორჩეულ ოფიცერს, რომლითაც უნდა ამაყობდეს შეიარაღებული ძალები და მთლიანად ქვეყანა. ასეთი ხალხის დაღუპვა ნიშნავს ძალიან დიდ დარტყმას არა მარტო თქვენთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი ხალხი საქართველოში იბადება, იზრდება და ხანდახან, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კვდება კიდეც. დღეს ბევრი ადამიანი დადის ცოცხალი მისი დამსახურებით. მინდა ჩემი მოწიწება გამოვხატო ქალბატონი დალის მიმართ და დიდი მადლობა გითხრათ ასეთი შვილის გაზრდისათვის"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)