Google+

რელიზები

15.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა არტილერისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

თავდაცვის სამინისტროში დღეს არტილერისტთა დღე აღნიშნეს. არტილერისტებს თექვსმეტი წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამოცდაშვიდ არტილერისტს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენები გადასცა.

"აგვისტოს ომში არტილერიის მუშაობაში არ ყოფილა არც ერთი ჩავარდნა. თუ არა თქვენს მიერ მოგებული რამოდენიმე დღე, საქართველოს დედაქალაქი და საქართველო დარჩებოდა დაუცველი.

ჩვენ შევიძინეთ და კიდევ შევიძნეთ ახალ ტექნიკას, გავაუმჯობესებთ სწვალებას და საყოფაცხოვრებო პირობებს, მაგრამ ვერანაირი იარაღი და პირობები ვერ შეცვლის თქვენს პატრიოტულ სულისკვეთებასა და გულს.

საქართველო დგება ფეხზე, იმართება წელში.საქართველო ყოველთვის უნდა ზრუნავდეს თავის ჯარის სიძლიერეზე. საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია თავზეხელაღებული აგრესორის მიერ.

ის, რომ რუსეთმა მთლიანად გადახედა თავის სამხედრო დოქტრინას, ეს არის შედეგი იმისა,რომ არტილერიის მწყობრმა მოქმედებამ, მათმა მრავალრიცხვოვონმა მსხვერპლმა, ისინი სერიოზულად დააფიქრა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)