Google+

რელიზები

19.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენაკში დაფნის საწარმო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სენაკში იმყოფებოდა, სადაც ახლადგახსნილი დაფნის საშრობი საწარმო მოინახულა. სოფელ ნოსირში წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი უკრაინაში, სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიყიდება. საწარმო მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელდა და 100 ათასზე მეტი დოლარი დაჯდა. დაფნის პლანტაციების გასაშენებლად, საწარმომ 101 ჰექტარი მიწის ფართობი შეისყიდა.

"ყველაზე ოპტიმისტი ხალხი სენაკში ცხოვრობს. ეს არის ხალხი, რომელსაც უპირველესად საკუთარი თავის იმედი აქვს და შემდეგ ყველა დანარჩენის. სწორედ ასეთი ადამიანები ააშენებენ ახალ საქართველოს. კარგი იქნება ყველა სოფელში ორი მწარმოებელი მაინც რომ იყოს და თითო სოფელში 150-200 კაცი რომ დაასაქმოს. ამ კრედიტებისა და პროგრამების მიზანი სწორედ ეს არის. აქამდე ყველაფერი იშლებოდა და ინგრეოდა, ახლა, კი ყველაფერი შეიცვალა. თუ მსგავსი ხალხი არ ამოქმედდა, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საწარმოს თანამშრომლებთან საუბრისას.

უშუალოდ საწარმოში 55 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, ხოლო დაფნის პლანტაციებში, პროდუქციის ჩაბარებითა და რეალიზაციით, პირდაპირ და არაპირდაპირ სარგებელს 500 ადგილობრივი ფერმერი იღებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)