Google+

რელიზები

08.09.2009
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიას ეწვია

მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ზღვისპირა სოფელში ესპანელ არქიტექტორებთან ერთად ჩავიდა, ანაკლიის სანაპირო მათთან ერთად დაათვალიერა და ახალი სამშენებლო პროექტები განიხილა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიაში უნდა აშენდეს იახტკლუბი და დაკიდებული ხიდი, ხოლო ანაკლიის ისტორიულ ციხეს სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.

"ეს ადგილი ისტორიული ღირებულებისაა. ციხე-სიმაგრე მე-16 საუკუნეშია აგებული. თუკი ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ, მსგავსი სილამაზის ადგილი საქართველოში არ იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ ანაკლია იქნება საქართველოს ულამაზესი კურორტი. აქ შემოვლენ გემები და იახტები, ნაპირზე იქნება იახტკლუბი, პირდაპირ კი ისტორიული ციხე, მუზეუმებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით", - განაცხადა სააკაშვილმა.

საგულისხმოა, რომ ბათუმის ახალი ბულვარი სწორედ იმ ესპანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომლებთან ერთადაც პრეზიდენტი ანაკლიაში ჩავიდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)