Google+

რელიზები

08.09.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავითოღლუს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავითოღლუს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარდა, საუბარი შეეხო თურქ კაპიტანს რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის გამო დააკავეს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს უნდა დაიცვას წესები, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

"ჩვენი ქვეყანა გახსნილია ნებისმიერი კანონიერი მიმოსვლისათვის. მაგრამ საქართველოს აქვს გარკვეული კანონები, რომელიც საზღვრის გადაკვეთისას ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას.

მოვუწოდებ თურქეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში შემოსვლისას არ დაარღვიოს ის მინიმალური წესები, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. ძალიან სამწუხაროა, რომ არ იყო დაცული ის მარტივი პროცედურა, რაც საქართველოს საზღვის გადაკვეთისას უნდა შესრულებულიყო. ამიტომ ჩვენ თურქი კაპიტნის დაკავება მოგვიწია, კომპანიას კი გარკვეული შეზღუდვები დაუწესეთ. ჩვენ შევქმენით ისეთი მექანიზმები, რომლებიც პრობლემებს აარიდებს როგორც საქართველოს, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი მეპატრონეს არ დაუბრუნდება, მაგრამ რაც შეეხება გემის კაპიტანს, მას საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლომ სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა და 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)