რელიზები
20.01.2010
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა სახელმწიფოს უმაღლეს პირებთან. პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან გამართა. ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა- საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავებას შეეხო. მიხეილ სააკაშვილმა ეტონეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ორდენი გადასცა "მოხარული ვ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მაინც მტკიცედ დგას და ამავდროულად ვცდილობთ ეკონომიკური განვითარება არ შეფერხდეს. ჩვენს ქვეყნებს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, ესტონეთი გვეხმარება ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორები ვართ, ასევე ვართ ლიდერები ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ჩვენ გვახსოვს რუსული ინტერვენციის დროს ესტონეთის მხარდაჭერა. მინდა გავიხსენო ის რთული პერიოდი, როდესაც ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა და ყველას კარგად გვახსოვს მაშინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რაც მოგვიანებით მაკკეინმაც წარმოთქვა "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". თვითფრინავს, მაშინ რომელიც ესტონეთიდან მოფრინავდარრრრპუტინის პირადი ბრძანებით ბალისტიკური ჭურვიც ესროლეს. ჩვენ მაშინ გაგვაერთიანა თავისუფლების სიყვარულმაპპპპმინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მხარდაჭერისათვის და ჩემი ხალხის სახელით მოგანიჭოთ უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ორდენი."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმამმმმესტონეთის პ"საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, აქ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბევრი რეფორმა გატარდა დაუჯერებელი ტემპებით. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მხრივ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს დიპლომატიური კუთხით, რომ ვითარება განვმუხტოთ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ამ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის~, - აღნიშნა თომას ილვესმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური