Google+

რელიზები

06.02.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც არჩევნების ჩატარება მაისის თვეში განისაზღვრა. "იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეს საშუალება უკეთ მოემზადონ არჩევნებისათვის და უკეთესად დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს დროულად იქნას მიღებული კანონი და და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები 30 მაისს ჩატარდეს

- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინა საარჩევნო პროცესში. " რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო საარჩევნო სიების გადამოწმებაში. მათ ამის საშუალება მიეცათ, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, რაც თავისთავად მაჩვენებელია საარჩევნო პროცესის გამჭირვალეობის. ეს კი საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და დაკვეთაა."-განაცხადა პრეზიდენტის პრესსსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)