Google+

რელიზები

17.02.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემას შეეხებოდა ბრიფინგი, რომელიც მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართა.

„ეს არის იმ სახელმწიფო მეთაურის განცხადება, რომელმაც ჩაიდინა ეთნოწმენდა და 500 ათასი ადამიანი დევნილად აქცია. ეს არის იმ სახელმწიფო მეთაურის პოზიცია, რომელიც დღეს სტალინისეული მეთოდებით წვრთნის და გეშავს ძაღლებს, რათა მათ საკუთარ სახლებში მიმავალი ქალები და ბავშვები დაგლიჯონ როგორც ე.წ. საზღვრის დამრღვევები. ეს ის მთავრობაა, რომელიც აშენებს უკანონო სამხედრო ბაზებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთის ორივე ლიდერი მუდმივად ლაპარაკობს საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე, საშიში რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. რუსეთიდან ტრადიციულად ერთფეროვანი განცხადებები ისმის. ეს ერთფეროვანი განცხადებები დამღლელი და მოსაბეზრებელი ხდება. მოსაბეზრებელია ერთი და იგივე განცხადებაზე ერთი და იგივე პასუხის გაცემაც. რუსეთის ლიდერები კი, ასეთი ტიპის განცხადებების კეთებით არ იღლებიან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მან საკუთარი პოზიციაც გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერების განცხადებები, პირადად მისთვის - როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის - უინტერესო, დამღლელი და მოსაბეზრებელი გახდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)