Google+

რელიზები

19.02.2010
საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე საათში დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთს, არ მიყიდოს რუსეთს ვერტმფრენმზიდი "მისტრალი".

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, შავ ზღვაში მსგავსი ხომალდის გამოჩენა კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს. მისი აზრით, თავისი ქმედებებით, ოფიციალური პარიზი საფრთხეს უქმნის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას. "სამხედრო გემის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალიან სარისკოა. ჯავშანტექნიკის მიყიდვა კი, 10-ჯერ უფრო სერიზოულ პრობლემას წარმოადგენს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებული გარიგება ძალიან უცნაური და ძალიან სარისკოა და დიდია იმის საფრთხე, რომ შავ ზღვაში ერთმანეთს "მისტრალი" და ნატოს ძირითადი ძალები პირდაპირ დაუპირისპირდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგული გემი კრემლს საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რამდენიმე საათში შეიჭრას. მიხეილ სააკაშვილი თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას და ზემოხსენებულ გარიგებაზე ზემოქმედებას გეგმავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)