Google+

რელიზები

21.02.2010
საქართველოს პრეზინდეტმა მარტვილში გაზქურა სიმბოლურად აანთო

საქართველოს პრეზინდეტმა მარტვილში კვეკვეციების ცამეტსულიან სიღარიბის ზღავრს ქვემოთ მყოფ ოჯახში გაზქურა სიმბოლურად აანთო. რაიონში გაზსადენის გაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ-ერთმა ინვესტორმა, ადგილზე ფაიფურის ქარხნის აშენების შესახებ პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში აიღო, თუ მარტვილში ბუნებრივი აირი იქნებოდა.

კვეკვეციების ოჯახთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზინდეტთან ადგილორივი ქალბატონი მივიდა და მიხეილ სააკაშვილს მისი 9 წლის შვილის - დათო ცანავას დახმარება სთხოვა. ბავშვს ხელის ტრავმა აქვს, რომლის ოპერაციაც 25 ათასი დოლარი ჯდება. მიხეილ სააკაშვილი მოზარდს დახმარებას დაპირდა. ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა პრეზინდეტის ფონდიდან გამოიყოფა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდნეტმა სოფელ ჭეობაში, ჩაის ფაბრიკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა ის საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა, რომელთაც რემონტი ჩაუტარდა.

პრეზიდენტი ერთ-ერთი ოჯახშიც შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პირადად გააკონტოლებს დევნილთა სახლებში წყლისა და გაზის შეყვანის პროცესს. პრეზიდენტი მოსახლეობასაც გაესაუბრა. ადგილობრივები მიხეილ სააკაშვილს დასაქმების პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმების პრობლემაც მოგვარდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)