Google+

რელიზები

22.02.2010
მიხეილ სააკაშვილი რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად კრწანისის სასწავლო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელთან, რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად, კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფება.

ჰოლბრუკი იმ ქართველი სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად წვრთნებს გადიან.

მიხეილ სააკაშვილმა და რიჩარდ ჰოლბრუკმა სამხედროებთან ერთად ისადილეს კიდეც.

მოგვიანებით, ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ქართველი სამხედროების საცხოვრებელ პირობებს და წვრთნის სპეციფიკასაც გაეცნო.

მიხეილ სააკაშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში განაცხადა, რომ ავღანეთში ქართული ბატალიონის მისია რთული იქნება, მაგრამ საქართველომ მოკავშირებთან ერთად საერთო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რიჩარდ ჰოლბრუკმა და გენერალმა პეტრეუსმა მას უთხრეს, რომ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, გამბედაობით და მომზადების დონით აღტაცებულნი არიან.

"ეს იქნება რთული მისია. ავღანეთში წარმატებაზე დამოკიდებულია მთლიანობაში მსოფლიოს და კოალიციის ქვეყნების ბედი. ჩვენი ბევრი საკითხის გადაწყვეტაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, ანუ ისინი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს მომავალს, მთლიანობას, ქართველი ხალხის კეთილდღეობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ქართველ ჯარისკაცებს პროფესიონალები უწოდა. პრეზიდენტის თქმით, მათ კარგად ესმით, რომ ავღანეთში არა ზოგად მისიას, არამედ ქართულ პატრიოტულ საქმეს ემსახურებიან.

"ჩვენი ჯარისკაცების დიდი იმედი გვაქვს. ოჯახები და ჩვენ ყველანი ჩვენი ჯარისკაცების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე ვღელავთ, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ ჩაბმულნი იმისათვის, რათა ჩვენი საერთო საქმე უკანდაუხევლად მივიყვანოთ ბოლომდე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჰოლბრუკი დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამს, რომ ავღანეთში ქართული საჯარისო ნაწილის ყოფნა ცივილიზაციის ამოცანის შესრულებას ემსახურება.

ამასთან, ჰოლბრუკის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება პატარა ქვეყნისთვის არც ისე ადვილია.

"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა, ამერიკელი ხალხისა და მთელი მსფოლიოს სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მთელ საქართველოს გადაწყვეტილებისთვის, გამოაგზავნოთ დამატებითი ბატალიონი ავღანეთში. ქართული ჯარები დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხებაში", - აღნიშნა რიჩარდ ჰოლბრუკმა.კარგად ვიცნობ ქართულ ხასიათს და დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რომ ქართველ ერს ასეთი გამბედაობა ახასიათებს. დღეს ჩვენ წვრთნებს ვადევნებდით თვალ-ყურს და ამ ყველაფერმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პოლკოვნიკებმა განმიმარტეს წვრთნების შინაარსი. მეამაყება, რომ აქ ამერიკული ფლოტის წარმომადგენლები ვიხილე, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ მოვახსენებ აშშ-ის პრეზიდნტს, სახელმწიფო მდივანს, ქართველი ხალხის დიდ მეგობარს ჯო ბაიდენს და ჩემს კოლეგებს ვაშინგტონში", - განაცხადა ჰოლბრუკმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)