Google+

რელიზები

25.02.2010
მიხეილ სააკაშვილმა ვალერია ნოვადვორსკაია და კონსტანტინ ბარავოი მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვალერია ნოვადვორსკაია და ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ბარავოი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და იმ აგრესიას შეეხო, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დღემდე ახორციელებს. შეხვედრაზე პოლიტკოვსკაიასთან ერთად ის ადამიანები გაიხსენეს, რომლებიც რუსეთში ადამიანების უფლებათა დაცვას შეეწირნენ. მ.სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუს ჟურნალისტებს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ყველაზე რთულ დროს მათ საქართველოს აღმოუჩინეს.

"მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვეს მიმართ, მე გავიზარდე თქვენს გადაცემებზე.რუსეთში ბევრი იძლეოდა თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითს. ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით იმ დროს რუსეთში დემოკრატიული მოძრაობით. ვიცი, რომ რუსეთში თავისუფლება შესაძლებელია.

დღეს საქართველოს ბოლშევიზაციის დღეა. ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩვენი პატარა საქართველოსთვის,არამედ რუსეთისთვისაც ტრაგედია იყო.

ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდათ, რუსეთის ტრაგედიაა. კაგებეში არის რაღაც ჩიპი, რომელსაც კრემლს თუ შეუერთებ, კრემლი სხვანაირი ხდება. როდესაც კრემლში ეს ჩიპი არ არის, რუსეთი საშიშიც არ არის. სასიამოვნოა, რომ თქვენ რუსეთის მაღალჩინოსნებს აკრიტიკებთ. .პოლიტკოვსკაია პირადად ჩემი მეგობარი იყო და მე ამით ვამაყობ.

ბოლოს როდესაც პოლიტკოვსკაიას ვესაუბრე, ის უკვე მოწამლული საავადმყოფოში იწვა. მე მას გამოჯამრთელება ვუსურვე, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ის გარდაიცვალა.

ჩვენი და თქვენი თავისუფლება განუსაზღვრელია.თავისუფლებას საერთოდ არ აქვს საზღვრები.

ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთს ტანკებით და იარაღით შევეჯიბროთ, ჩვენ გვინდა უბრალოდ ვიცხოვროთ და ყველას ვაჩვენოთ, თუ რისი შექმნა შეუძლია თავისუფალ ხალხს.

წარმატებას გისურვებთ თქვენ და აღფრთოვანებულიც ვართ თქვენით. თქვენ ჩვენთვის არა მხოლოდ მხარდაჭერა ხართ,

არამედ რუსეთისთვისაც თქვენ ხართ ალიბი იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოაზროვნე და თავისუფლების მოყვარე ხახლია."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)