Google+

რელიზები

12.03.2010
მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში სპორტული კომპლექსი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთში სპორტული კომპლექსი და სასტუმრო "ოლიმპიური სახლი" დაათვალიერა.

მიხეილ საკაშვილის განცხადებით, სასტუმროსა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ორი წლის წინ მიიღო.

"კომპლექსი უზრუნველყოფს დუშეთში მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, ოლიმპიური ნაკრების უფრო უკეთ მომზადებას და სპორტის განვითარებას. ორი წლის წინ სპორტული კომპლექსის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილება მივიღეთ. აქ შენდება დიდი ოლიმპიური ცენტრი. ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს, ჩვენ ვფიქრობთ განვითარებაზე. დუშეთი, პრობლემების მიუხედავად, მაინც ვითარდება",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თუ დასაქმება არ იქნება, დუშეთი დაცლას განაგრძობს და ჩვენ ამის გამო სპორტული ცენტრის მშენებლობა გადავწყვიტეთ.

"უკვე გაიხსნა დიდი დარბაზი, კიდევ ვგეგმავთ მეორე დარბაზის გახსნას, ეს დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას; ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ოლიმპიურმა ნაკრებმა შედეგების ჩვენება დაიწყოს. ჩვენ ვიწყებთ ფულის ჩადებას სპორტში და ყველაფერს გავაკეთებთ სპორტის განვითარებისათვის"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)