რელიზები
11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების მესამე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, კიშინიოვში მიხეილ სააკაშვილი მოლდოველ კოლეგას ნიკოლაი ტიმოფტის შეხვდება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვა ლიდერებთან, მათ შორის, მოლდოვას პარლამენტის თამჯდომარესთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს პრეზიდენტის გარდა სამიტზე მიწვეულია სომხეთის პრეზიდენტი.
აღნიშნული სამიტის ორგანიზატორები არიან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი და მოლდოვის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი.