Google+

რელიზები

29.06.2013
საქართველოსპრეზიდენტი: „თუ კვლავაც ამ ტემპით გაგრძელდება საქართველოს ეკონომიკის განადგურება, ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გახდება“

 

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდება. მიხეილ სააკაშვილი მზად არის მთავრობასთან ერთად განიხილოს ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან, მისი შეფასებით,  ეკონომიკური  სტაგნაცია საფრთხეს უქმნის  ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ახლა ეს უკვე აღარ არის ეკონომიკური ან რაიმე მიმდინარე პოლიტიკური საკითხი. თუ კვლავაც ამ ტემპით გაგრძელდება საქართველოს ეკონომიკის განადგურება, ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გახდება. ამ გზით კი, ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეებისა და ქვეყნის დამპყრობელისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა  და ქვეყნაში  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების 0 პროცენტამდე  ვარდნის ფაქტს კატასტროფული უწოდა. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს რეგიონებისთვის ეს მდომარეობა ფართომაშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაციის მანიშნებელია. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების  მიზეზად კი, მიხეილ სააკაშვილმა  შეჩერებული პროექტები, საერთაშორისო იმიჯის გაუარესება, ინვესტორების დაფრთხობა, გაურკვეველი საკანონმდებლო ინიციატივები და  ქვეყანაში არსებული კრიმინალური ფონი დაასახელა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქუთაისში პარლამენტის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ახალი პორტის მშნებლობაც, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი იქნება."იმედია, პრემიერი აცნობიერებს, რომ ამ არასწორი და მძიმე ეკონომიკური ნაბიჯების შედეგად, ის რომც წავიდეს მთავრობიდან, გვიტოვებს ძალიან მძიმე უსაფრთხოების ფონს და საქართველოს აქცევს ძალიან ადვილ მსხვერპლად დამპყრობლებისთვის. იმედია, ეს არ არის მისი განზრახვა! მე მზად ვარ, პრემიერს ამ ყველაფერზე ვესაუბრო. ერთად გავიაროთ ახლა, სანამ გვიან არ არის. საქართველოს გადასარჩენად საჭიროა ენერგიული ნაბიჯების გადადგმა", –განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)