Google+

რელიზები

06.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა ”BTM” დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ფაბრიკის მოსამსახურე პერსონალს გაესაუბრა და დასაქმებულთა პირობებით დაინტერესდა. პრეზიდენტმა თავისთვის და პირველი ლედისთვის ადგილზე დამზადებული ტანსაცმელი შეიძინა.

”იგივე პროდუქცია პარიზში, ლონდონში პრაღასა და ავსტრიაში იყიდება, მაგრამ ხუთჯერ, ან ათჯერ უფრო ძვირად. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხელით შექმნილი პროდუქციაა და თანაც, ბევრად უფრო იაფად. აქ ადამიანს 100 ლარად შეუძლია აიცვას” - აღნიშნა მან.

ფაბრიკის დავალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა ხელვაჩაურში სამედიცინო კლინიკა ”მედინა” გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკის მესვეურებსაც გაესაუბრა.

”აქ არის ყველაზე თანამედროვე საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით. გითხრათ, ბატონ ხანგოშვილს და მის მეუღლეს ფატიმას საჯაროდ მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მთელი საქართველოს სახელით”, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

5-სართულიანი, მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება კერძო ინვესტიციით აშენდა. ადრე ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იყო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)