Google+

რელიზები

05.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიზაინერ რობერტო კავალის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. რობერტო კავალი საქართველოში თბილისის მოდის კვირეულზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც ხვალ გაიხსნება.

"რამდენიმე კვირის წინათ მოდის კვირეული ჩავატარეთ. მსგავს ღონისძიებას ახლაც ვატარებთ და ვიმედოვნებ, მსოფლიოს ამ ნაწილში მოდის დედაქალაქად თბილისს ვაქცევთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თქვენ უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ. ჩვენთან ძალიან ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ცხოვრობს. ჩვენი ქვეყანა უძველესი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილ დიზაინერთან საუბრისას.

რობერტო კავალიმ პრეზიდენტის ჩაცმულობა შეაფასა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რესპექტაბელურად იყო ჩაცმული.

"ჩემთვის საინტერესოა საქართველოში ყოფნა და რაღაცის კეთება ახალ სიტუაციაში. ჩემი შემოქმედება ლოს ანჟელესში კინოს სტილში ჩავიტანე. აქ ყოფნაც ჩემთვის ახლის ძიებაა", - აღნიშნა დიზაინერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რობერტო კავალისგან საჩუქრად დიზაინერის შექმნილი გადასაფარებელი მიიღო.

"ძილის დრო მაინც არ მრჩება, ამიტომ მას კედელზე დავკიდებ", - აღნიშნა მან.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)