Google+

რელიზები

01.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ახალი საპატიმრო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში დღეს სასჯელაღსრულების № 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გახსნა.

მიხეილ  სააკაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა პატიმრებს მძიმე პირობებში უწევდათ ყოფნა და ციხის თანამშრომლებს პერიმეტრის განათება საბურავების დაწვით უწევდათ.

"8 წელია, რაც აქ არ ვყოფილვარ. არ გეგონოთ რომ ნოსტალგია მაწუხებს ამ ადგილთან დაკავშირებით, რომელსაც იუსტიციის ჟარგონზე " რუსთავი2" ერქვა. აქ რომ შემოვდიოდი კანალიზაციის სუნი იდგა, არ იყო საჭმელი, იყო ერთსართულიანი ბარაკები და ქურდები აქედან მართავდნენ ყველაფერს. ეს იყო ანტისანიტარიის, განუკითხაობისა და უკანონობის კერა. ჩვენ პერიმეტრის გასანათებლად საბურავებს ვწვავდით, რათა პატიმრები არ გაქცეულიყვნენ. მე არ მიხარია საქართველოში ციხეების აშენება, უფრო დიდი სიამოვნებით დავხარჯავდი ფულს სკოლების, საავადმყოფობისა და თუნდაც  შადრევნების მშენებლობაზე. მაგრამ თუ გაქვს სახელმწიფო, ციხეებიც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ იქნება დაცული. ადრე პატიმარს მისი ოჯახი ინახავდა. დღეს აქ ისეთივე კვებაა, როგორც შეიარაღებულ ძალებში და ოჯახებს მოეხსნათ პატიმრების შენახვის ტვირთი. ხათუნა კალმახელიძე ახალი მინისტრია. მისი მუშაობის  ეფექტიანობა გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ ჰალსტუხს ატარებს, არამედ იმით, რომ ეფექტიანად და ბევრ მამაკაცზე უკეთესად მართავს ამ სისტემას. იგი  ძალიან მოთხოვნი და მკაცრია, თუმცა, ამავდროულად, ძალზე მგრძნობიარეცაა, რაც აუცილებელია. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან და მათ ადამიანურად უნდა მოვეპყრათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობის მშენებლობა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდა. დაწესებულებაში 2 ათას 100 პატიმარი განთავსდება, რაც ციხეების განტვირთვას შეუწყობს ხელს. ციხის ტერიტორიაზე გახსნილია 20-საწოლიანი სამედიცინო ნაწილი, რომელიც თანამედროვე აპარტურითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. საპატიმროს ეზოში 2 ახალი სპორტული მოედანი, სკვერი და მაღაზიაა, რომელშიც მსჯავრდადებულებს საკრედიტო ბარათებით შეეძლებათ სასურველი პროდუქტის ყიდვა. აქვე იგეგმება მცირე საწარმოების ამუშავებაც, რომლებშიც პატიმრებს დაასაქმებენ.

ციხის გახსნას სახალხო დამცველი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)