Google+

რელიზები

26.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
რუსთაველის პრემია კულტურის სამმა მოღვაწემ - ვახტანგ კახიძემ, ლილი იოსელიანმა და კახი კავსაძემ მიიღო,  ხოლო ეროვნული პრემია ოც მეცნიერს გადაეცა.
"მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციისა, ძალიან დიდი მატერიალური გაჭირვებისა და სამწუხაროდ ხშირად ნაკლებად დაფასებისა, ქართველი მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები დღესაც ქმნიან ახალ ნამუშევრებს და ქართული საგანძურის შევსებით მსოფლიო საგანძურს ავსებენ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)