Google+

რელიზები

24.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა

კონტროლის პალატა და საგზაო დეპარტამენტი ამიერიდან ქუთაისში განთავსდება. ორივე უწყების შენობა საქართველოს პრეზიდენტმა თავად გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში კიდევ რამდენიმე ობიექტი მოინახულა, მათ შორის ბაგრატის ტაძარი. პრეზიდენტის განცხადებით, უსამართლოა ბაგრატის ტაძარი არ იყოს გადახურული და მას აწვიმდეს.

"თუკი ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს მისი აშენება, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ მისი აღდგენა პირვანდელი ბრწყინვალებით. ეს არის ქუთაისის მომავალი დღე. ძალიან დიდი დავა იყო ამის გამო. ჩვენმა წინაპრებმა ეს იმისთვის არ ააშენეს, რომ თავგადახდილი ყოფილიყო.

თუ იქნება ხალხის ნება და მეუფის კურთხევა, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ. პირველ ორ მილიონს გამოვყოფთ ხვალვე."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა  წყალტუბოსა და ქუთაისის მღვიმეებიც მოინახულა.

"ქუთაისს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. ამ მღვიმეს ჰქვია ყუმისთავი,  ეს არის მთები, სადაც პრომეთე იყო მიბმული. ამიტომ ამ მღვიმეს უნდა ეწოდოს პრომეთეს მღვიმე. ჩვენ გვექნება სათაფლია და პრომეთეს მღვიმე."

საქართველოს პრეზიდენტმა  სათაფლიაში პირადად ჩაუყარა საფუძველი კომპლექსის მშენებლობას.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ახალი საცურაო აუზიც გახსნა.

"რომ გავიგე პარკეტზე ცურავდითმ გულზე შემომეყარა და გადავწყვიტეთ სასწრაფოდ აუზი გაგვეკეთებინა, კარგი გამოვიდა."-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)