Google+

რელიზები

22.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის სულის მოსახენიებელ პანაშვიდს  დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა. პრეზიდენტის თქმით, დღეს მეოცე საუკუნის დიდი ქართველი პოეტების პერიოდი დასრულდა.  

"დღეს სრულდება ქართული პოეზიის დიდი ეპოქა. მე-20 საუკუნეში გალაკტიონის, ლადო ასათიანის, ტიციან ტაბიძის შემდეგ, მუხრან მაჭავარიანის მსგავსი პოეტი არ დაბადებულა. იგი ჭეშმარიტად უდიდესი პოეტი იყო. საქართველო პოეტების სამშობლოა, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დიდი პოეტების ეპოქა დასრულდა. ჩვენი პოეზია ითარგმნებოდა უცხო ენებზე ბევრი ცნობილი ავტორის მიერ, მაგრამ მისი ბოლომდე გაგება სხვებისთვის შეუძლებელია. რამდენადაც ის ჩვენთვის გასაგებია, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ცნობიერებისთვის, ჩვენი სიამაყისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. ყოველივე ამის განსახიერება იყო მუხრან მაჭავარიანი. ის ყოველთვის დიდ პოეტად მიმაჩნდა. მის პოეზიაზე გავიზარდე და  ვყოფილვარ მის საოცრად თბილ, ლამაზ და მოსიყვარულე ოჯახში.  უნდა გითხრათ, რომ მის ცნობიერებაში, ქმედებასა და პიროვნულ არსში ერთი მისხალი სნობიზმი და ქედმაღლობა არ ყოფილა. ეს მხოლოდ ძალზე ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ. არც მედროვის ყოფილა მასში რამე და იმას გარდა, რომ იყო ძალიან კარგი პოეტი, იყო უბრალოდ კარგი ადამიანი. დღეს ჩვენ ის დავკარგეთ როგორც ადამიანი, მაგრამ იგი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც დიდი პოეტი",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქართველ პოეტს დღეს მათწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)