Google+

რელიზები

21.06.2010
მიხეილ სააკაშვილი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

 საქართველოს ვაზისა და ღვინის 33- მსოფლიო კონგრესს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლ. ღონისძიებას 55 ქვეყნიდან 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრ. მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის თეატრში ღვინისა და ვაზის 33- მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ქართული ღვინის ისტორია, მისი პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა სინანულით დასძინა, რომ ქართული ღვინო არსად ბოლო დრომდე წარდგენილი არ ყოფილა.
"
ქართული ღვინო არის არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი ან - მუზეუმებში გამოფენილი ქვევრები. ქართული ღვინო არის დღევანდელი რეალობა. დღევანდელი კონგრესი ემსახურება ქართული ღვნის პოპულარიზაციას მსოფლიოში. ღვინო ჩვენი სოფლის მეურნეობის მთავარი, საამაყო პროდუქტია. ჩვენი მთავარი კურსი არის სუფთა სოფლის მეურნების განვითარება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმ მავნე წარსულზე ისაუბრა, რომლის დროსაც საბჭოთა პერიოდში აუცილებელი იყო რუსეთის ქართული ღვინით გაჯერება, რაც ფიზიკურად არ იყო საკმარისი. ამას კი მოჰყვა ის, რომ ”შეიქმნა ფალსიფიცირების მთელი მანქანა და სისტემა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ქართული ღვინის ხარისხზე”.-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

”ცოტა ხარისხიანი პროდუქციის გარდა, ვიღებდით ბევრს და უხარისხოს,  ვაგზავნიდით ყველგან,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა,  პარალელურად მოხდა მისთვის ერთ-ერთი მთავარი გასაღების ბაზრის - რუსეთის დაკეტვა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ემბარგოს გამოცხადების პარალელურად, პუტინის რეზიდენციაში პირველ სართულზე ქართულ ღვინოს სვამენ. ის  კვლავ რჩება რუსული ელიტის საყვარელ ღვინოდ. რუსულმა ემბარგომ რაც ქნა კარგი, არის ის, რომ წლიდან-წლამდე უმჯობესდება ქართული   ღვინის ხარისხი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთვარობის ამოცანა ყველა სოფელში ცოდნის შეტანაა. "ჩვენი ამოცანაა, ყველა სოფელში გაზის, წყლის, გამრიცხველიანების, ტრაქტრების კვალდაკვალ, შევიტანოთ ცოდნა. მთავარი ამოცანაა ყველა სოფელში სწვლული სპეციალისტების შეყვანა. ჩვენ გვჭირდება სწავლული აგრონომები. წელს ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად 100 აგრონომი შეისწავლის ინგლისურ ენას და შემდეგ თანამდეროვე სასფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესავლად საზღვარგარეთ გაიგზავნებიან. ჩვენ სოფლად შევიტანთ ცოდნას და ცოდნა გამოგვიყვანს სიდუხჭირიდან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაზისა და ღვინის 33- კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ემბარგოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი და შაჰ-აბასი ერთმანეთს შეადარა.
"
არსებობს პროდუქციის მოკვლის ორი მეთოდი - შაჰ-აბასმა, უბრალოდ, ამოძირკვა ვაზი, პუტინმა კი უფრო თანამედროვე მეთოდი გამოიყენა - ჯერ მიაბა ქართული ღვინო რუსულ ბაზარს, ხოლო შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. ეს მეთოდი შაჰ-აბასის მეთოდთან შედარებით გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა.
პრეზიდენტმა ემბარგოზე საუბრისას ვლადიმერ პუტინთან 2006 წლის შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.
"
ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, 2006 წელს პეტერბურგში შევხვდი ემბარგოს ავტორს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე 4 საათი დაიგვიანა. რუსმა ჟურნალისტებმა ქართველი კოლეგები პუტინის ბუფეტში დაპატიჟეს, სადაც ბუფეტის თანამშრომლები მათ ქართული კონტრაბანდული ღვინით გაუმასპინძლდნენ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სახალხოდ დაიფიცა, რომ არც ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე არ იქნებოდა. რამდენიმე თვის წინ, ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი მიყვებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ყოველთვის ქართული ღვინით უმასპინძლდებიან. რუსეთმა საკუთარ ხალხს აუკრძალა ქართული ღვინო; საკუთარი თავისთვის კი, ერთი დღითაც არ უთქვამს უარი ქართულ ღვინოზე",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)