Google+

რელიზები

15.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი წარადგინა

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი-  თოდრია დაინიშნა, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტებით დაკომპლექტებული მნიშვნელოვანი ორგანო სახელმწიფოსი. ბათუმში მისმა გადმოტანამ დადებითი როლი ითამაშა. თუ ადრე პოლიტიკური პარტიები თვლიდნენ, რომ დილას რომ გაიღვიძებდნენ საქმე არ ჰქონდათ, უნდა გაევლოთ სხვათაშორის და ტელევიზორში გამოჩენილიყვნენ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ან აგინებდნენ ან სკანდალებს აწყობდნენ.

ახლა აქ მოდის ხალხი, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ უფლებების დაცვა.აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. მუდმივად განცდა, რომ საქართველოში არსებობს სამართალი.ქუთაისში გადაგვაქვს პარლამენტი.ვიღებთ სიტუაციას,როცა შევძლებთ საქართველოს არა დეცენტრალიზაციას, არამედ გაერთიანებას იმ გაგებით,რომ ყველა რეგიონს ექნება განცდა,რომ ისინი არიან საქართველოს მართვაში თანამონაწილენი.

მინდა მივულოცო ზაზას ეს პატივი,მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა კლასიკური გაგებით ახალგაზრდაა. გისურვებთ წარმატებას."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)