Google+

რელიზები

01.06.2010
"ცისფერი გალერეა" სექტემბერში გაიხსნება

სექტემბერში თბილისში განახლებული ეროვნული გალერეა ე.წ. ცისფერი გალერეა გაიხსნება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. ეროვნული გალერეა 2007 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ, გალერეაში ექსპონატებისათვის არასტანდარტული და შეუფერებელი გარემო შეიქმნა.

"ეს მუზეუმი იმ დონის არის, რაც მე საზღვარგარეთ მინახავს, საქართველოს ბევრი რამ აქვს გამოსაფენი. ვიღაც ბრიყვები მოთქვავდნენ, რომ სააკაშვილმა მუზეუმიდან ფიროსმანის ტილო გაიტაცაო. ასეთი ხალხი მაგიჟებს - მათ თვითონვე მოიგონეს და თვითონვე დაიჯერეს ეს ამბავი. მსოფლიო მნიშვნელობის ნიმუშევრები დღეს ინახება საცავებში, ზოგ შემთხვევაში, არც თუ კარგ პირობებში. ეს ნამუშევრები უნდა გამოვფინოთ - ჩვენი ბავშვები ამ ნამუშევრებზე უნდა გავზარდოთ. ნიკა რურუას ინიციატივით, ეს გალერეა აღდგება და ნახავთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის  მუზეუმს. ამ სტანდარტებზე თბილისიც უნდა გავიდეს - გვეყოფა მაჩანჩალობა! ჩვენ ევროპულ გამოცდილებას კარგად გამოვიყენებთ და უკეთესს ავაშენებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რეაბილიტაციის შედეგად, 1888 წელს აგებული შენობა ისტორიულ თავისებურებებს შეინარჩუნებს. ამიტომ, 2007-2008 ეროვნული მუზეუმის თანამშომლებმა გალერეაში დაცული ექსპონატები დაამუშავეს გაწმინდეს, სრულად აღადგინეს და ციფრულ ფორმატში გადაიტანეს. ექსპონატები ეროვნული მუზეუმის საცავებში ინახება სექტემბრიდან კი ისევ გალერეას დაუბრუნდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დამთვალიერებელს ექსპონატების ნახვა 8 საგამოფენო დარბაზში შეეძლებათ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)