რელიზები
22.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეს გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დანერგილ სიახლეებს გაეცნო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით დამონტაჟებული ვიდეოპორტალის მეშვეობით, სამინისტროში მისული ნებისმიერი მოქალაქე მისთვის სასურველ ინფორმაციას დროულად და უპრობლემოდ იგებს. პორტალით ანუ ახალი სერვისით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ. ამ ვირტუალური კომუნიკაციის აპარატის შესაძლებლობებით მიხეილ სააკაშვილიც დაინტერესდა. თბილისის გარდა, ინფორმაციის მსგავსი მეთოდით მიღება მსურველებს ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმშიც შეუძლიათ.
საქართველოს პრეზიდენტი ამ ინოვაციით კმაყოფილი დარჩა და ეს განათლების სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც გამოხატა.
"ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება პორტალებიდან ინფორმაციის მიღება - კითხვების დასმა და პასუხების მიღება. ასე რომ, სამინისტროში ახალი სულისკვეთება და რეფორმებისთვის მზადყოფნა იგრძნობა" , - აღნიშნა მან.
ინფორმაციის მსგავსი მეთოდით მიღება მსურველებს ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმშიც შეუძლიათ.