Google+

რელიზები

20.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას მოქმედ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიჰაი გიმპუს ტელეფონით ესაუბრა.  ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ სტიქიურ უბედურებაზე იმსჯელეს, რომელიც მოლდოვას ორი კვირის წინ დაატყდა თავს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საქართველო მოლდოვას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. დაზარალებული მოსახლეობისთვის ქართული მხარე მოლდოვაში სოფელს ააშენებს.

ამას გარდა, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი აგვისტოში სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან 120 მოზარდს უმასპინძლებს, რისთვისაც თბილისიდან მოლდოვას მიმართულებით საგანგებო ავიარეისი შესრულდება.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)