Google+

რელიზები

03.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ეკვადორში გადატრიალების მცდელობა დაგმო

თბილისი, 2010 წლის 2 ოქტომებრი


მაქვს პატივი მოგმართოთ და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ეკვადორში 2010 წლის 30 სექტემბერს.

კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი აღტაცება თქვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამო, რის შედეგადაც ეკვადორელი ხალხის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვისადმი გვაერთიანებს საერთო გამოწვევების წინაშე.

ვიყენებ შესაძლებლობას და გამოვხატავ ჩვენს სრულ მხარდაჭერას ეკვადორელი ხალხის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და პირადად თქვენდამი. მსურს აღვნიშნო, რომ თქვენ გყავთ დიდი მეგობარი საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ეკვადორის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოვალეობის შესრულებაში.


პატივისცემით,
 
მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)