Google+

რელიზები

30.09.2010
საქართველო: ტრამპი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე შემოდის

2010 წლის 24 სექტემბერი, ავტორი - მოლი კორსო

იმ განცხადებამ, ამერიკის უძრავი ქონების სიმბოლოდ წოდებული დონალდ ტრამპი თბილისში მშენებლობის დაწყებას აპირებსო, ბევრ ქართველს ჩაუსახა იმედი, რომ ქვეყნის საგარეო ინვესტიციებთან დაკავშირებული უიმედობა დასრულდა.

22 სექტემბერს სილქ როუდ ჯგუფთან ტრამპმა ხელი მოაწერა განზრახვის ოქმს. (სილქ როუდ ჯგუფი - ქართველების მიერ დაარსებული მრავალეროვნული სამშენებლო კომპანია, რომელიც ასრულებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს თბილისში).

სატელეფონო ინტერვიუში EurasiaNet.org, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაიკალ კოჰენმა არ გაამხილა რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება საქართველოში, რა სახის იქნება დაფინანსება და იმ შენობის ზომა, რომლის მშენებლობაც დაიგეგმა. თუმცა, მან "პირადად მიულოცა" პრეზიდენტ სააკაშვილს და სილქ როუდ ჯგუფს, რომ ტრამპი ბიზნესპარტნიორად არჩიეს. "თუკი მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის მეფეა, ტრამპი უძრავი ქონების მეფეა", აღნიშნა კოჰენმა, ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა.

ერთი შეხედვით, ნიუ იორკთან და ლას ვეგასთან შედარებით, თბილისი, 1.1 მილიონი მოსახლეობით, შესაძლოა, მოულოდნელ არჩევნად გამოიყურებოდეს "უძრავი ქონების მეფისათვის". ქალაქის უძრავი ქონების ბუმი განელდა და საქართველოს შემოსავალი ერთ სულ  მოსახლეზე 4,400 აშშ დოლარს შეადგენს წელიწადში, სამხრეთ კავასიაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, გაცილებით დაბალი, ვიდრე ტრამპის ტიპიური მომხმარებლის შემოსავალი. თუმცა კოჰენი აღნიშნავს: "საქართველოში არის ხალხი, რომელსაც ესმის როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება... სტატუსი არის მნიშვნელოვანი. პერსონალურმა ინტერვიუებმა და კვლევებმა მიგვიყვანა ამ დასკვნამდე",- აღნიშნა მან. ტრამპის ეს პროექტი მისი პირველი ნაბიჯია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში, ეს არის რეგიონი, რომელიც, ხშირად, ცნობილი გაურკვეველი საგადასახადო კოდექსით, არასტაბილური იურიდიული გარანტიით უძრავი ქონების მფლობელთათვის და იმით, რომ ერთმანეთს ყელის გამოჭრაში ეჯიბრებოდნენ.        

სააკაშვილი ძალიან ბევრს შრომობდა ამ შეთანხმების მისაღწევად, მოლაპარაკების დაწყებიდან პროექტის გამოცხადებამდე ორჯერ ესტუმრა ტრამპს ნიუ იორკის სათავო ოფისში. პრეზიდენტის ძალისხმევა გასაგები იყო მაშინ, როდესაც ის საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილების კონტექსტში ჯდებოდა - განვლილი ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა უცხოური პირდაპირი ინვესტირების მასიური ვარდნა. 2009 წელის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები,  დაახლოებით, 58 პროცენტით დაეცა, მაშინ, როდესაც სრული ინვესტირება ამ წლისათვის 272 მილიონი იყო. ეს 6 პროცენტით ნაკლებია, გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ვარდნა ფართოდ უკავშიდება მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, რომელიც 2008 წლის დამლევს დაიწყო, ისევე როგორც 2008 წლის ავად-სახსენებელი აგვისტოს ომს რუსეთთან.

საქართველოს, ძირითადად, იმისთვის აქებდნენ, რომ მუდმივად ცდილობდა გამოცალკვებულიყო სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისგან. თბილისმა შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა, რათა სათანადო ბიზნესკლიმატი შეექმნა დასავლელი ინვესტორებისათვის. მსოფლიო ბანკის 2010 წლის მოხსენებამ ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით, საქართველოს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიო ბიზნესგარემოში, რაც უმაღლესი მაჩვენებელია ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის.  

როგორც ტრამპის შეთანხმებაში ჩანს, საქართველოს მთავრობა დაჟინებით მიიწევს წინ იმ ინიციატივით, რომელიც გამიზნულია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირების სტიმულირებისათვის. კერძოდ, მთავრობა სთავაზობს სასტუმროების მშენებლობის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს, 27 ნაკვეთს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი დაუმუშავებელი მიწის 11.3 ჰექტარს. თითო ნაკვეთის ფასი ამ ბიზნესით დაინტერესებულებს ერთ დოლარად გადაეცემა. ამ პროგრამით, რომელსაც ზედამხედველობას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის (დაახლოებით 1.1 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციის ჩადების მსურველი ნებისმიერი ინვესტორი, სანაპიროს მიმდებარე სასტუმროების კომპლექსში მიიღებს მიწას და ამ ბიზნესის წარმოებისათვის კომუნალური და საშემოსავლო გადასახადებისგან 15 წლის ვადით გათავისუფლდება.

იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან და მონაწილეობა მიიღონ სასტუმროების მშენებლობის პროექტებში, თითოეულს მოეთხოვება, რომ შენობა არ აღემატებოდეს 7 სართულს და მშენებლობა 2011 წლის პირველ აგვისტომდე დასრულდეს.

11 სექტემბერს, ამ გეგმის გამოცხადების დროს, სააკაშვილი ინვესტორებს დაპირდა შანსს "გაზარდონ თავიანთი ფული ორჯერ ან სამჯერ".

"ბანკებში და ბალიშებში დამალული ფული არ გაიზრდება", - განაცხადა სააკაშვილმა (მას სპორტული ტიპის ოქროს რგოლებით გაწყობილი სათვალე ეკეთა) აჭარაში, ქობულეთში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო ზონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. უძრავი ქონების სააგენტოს makler.ge-ს ინფორმაციით,  საბაზრო ფასები მსგავსი უძრავი ქონებისათვის, კვადრატულ მეტრზე 60-300 დოლარამდე მერყეობს.

თენგიზ დოიძე, აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი განცხადებით, მთავრობას სურვილი აქვს დათმოს გაყიდვებისგან შემოსული სახელმწიფო შემოსავალი იმ ინვესტორთა მოზიდვის მიზნით, რომლებიც საქართველოში დასაქმებას შეუწყობენ ხელს. "გრძელვადიანი პერსპექტივა მოიტანს ბევრ ინვესტიციას და სახელმწიფო შემოსავალს", - პროგნოზირებს დოიძე.

შეთავაზებული მიწა მდებარეობს ფიჭვნარში სულ რამდენიმე მეტრში შავი ზღვის სანაპიროდან და დაახლოებით 25 კილომეტრშია ბათუმიდან, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სააკაშვილისეული განვითარების ცენტრიდან. მშენებლობის დროს ხეები არ მოიჭრება - ეს არის მოთხოვნა, რომელიც არ აშინებს დაინტერესებულ ინვესტორებს.  

ირაკლი მაკტავა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ საქართველოში დიდი "ორომტრიალი ატყდა". დოიძე ააცხადებს, რომ მის სამსახურში უკვე შევიდა ათი განაცხადი ქართველი ინვესტორებისგან და ერთი სომეხი ინვესტორისაგან, ერევნიდან.

ქობულეთი, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის ქალაქს 18,566 მოსახლეობით, მდებარეობს იმ ძირითად მაგისტრალზე, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე მიდის. ტრადიციულად, ქობულეთი წარმოადგენს ადგილობრივების კარიბჭეს, რომელსაც ბათუმში მიმავალი ინვესტორები გადიან. ოჯახური სტილის სასტუმროები და კაფეები გადაჭიმულია, დაახლოებით, სანაპიროზე მდებარე ერთი მილის სიგრძის ქუჩაზე; ქობულეთის ქუჩები მანქანებით იჭედება სეზონზე, დაახლეობით, ორი თვის განმავლობაში.

ერთი თბილისში მოღვაწე ინვესტიციების სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ქობულეთის ადგილმდებარეობა ინვესტორებს აძლევს შანსს ისარგებლონ ბათუმში მიმდინარე უძრავი ქონების ბუმით, მაშინ, როდესაც თავიდან იცილებენ ბაზარზე გასვლის დაბრკოლებებს: უძრავ ქონებაში ფასის გადახდას და დაბეგვრას.    

 "ამჟამად,ბათუმში ძალიან ბევრი ინვესტიცია იდება და ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმი საქართველოს ატლანტიკ სითია, საქართველოს მეტროპოლიტენი", - ამბობს სტეფანი კომსა.

კომსა, რომელმაც კერძო საინვესტიციო ფონდში მუშაობის დროს ჩაატარა საქართველოს სასტუმროების და ტურიზმის ბაზრის კვლევა, გვაფრთხილებს - მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ქობულეთის ზონა, დარწმუნებით წარმატების საფუძველს არ იძლევა. 27 ახალი სასტუმროს გახსნა ასეთ პატარა სივრცეში, მხოლოდ ორ თვიანი ტურისტული სეზონით შეიცავს მოსალოდნელ რისკებს. "მე ვერ ვიტყოდი:  ეს არის მთავრობის ინიციატივა და მოდით ასე გავაკეთოთ-თქო - თქვენ იგივე ტიპის კვლევა უნდა ჩაატაროთ, როგორც რეგულარული სამშენებლო ინვესტირებისათვის კეთდება", - ამბობს იგი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)