Google+

რელიზები

21.09.2010
პრეზიდენტის ინიციატივას უკვე მოყვა პირველი გამოხმაურება

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის გარდა პრეზიდენტის პრესსპიკერმა კიდევ ორ თემას - მიმდინარე რთველსა და ახალ ინიციატივას - ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოცხადებას დაუთმო ყურადღება.

პრესსპიკერის განცხადებით, 2010 წლის რთველი ყოველგვარი ხმაურისა და  აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, სახელმწიფო ამ მიმართულებით ტრადიციულად განაგრძობს მუშაობას: „ყურძენი, ღვინო, გლეხი და მევენახეობა არც წლეულს რჩება მთვარობის ყურადღების მიღმა".

„სახელმწიფო ცდილობს და ეს პრეზიდენტის ერთ-ერთ დავალებადაც რჩება,  რომ მთავრობამ გლეხსა და მევენახეს მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს, რაც  ყურძნის დროულად ჩაბარება-დაბინავებასა და ყურძნის ფასის რეგულაციას გულისხმობს" - აღნიშნა მან.

სოფლის  მეურნეობის   სამინისტროს მონაცემებით, წელს 87 ათას ტონა  ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის დასაბინავებლად მობილიზებულია სახელმწიფოს  საკუთრებაში არსებული, პრაქტიკულად,  ყველა ქარხანა. მოსავლის 45 პროცენტი უკვე დაბინავებულია.    

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის თაობაზეც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ქობულეთის ტერიტორიაზე თავისუფალი ტურისტული ზონის გამოცხადებას შეეხება, უკვე მოყვა პირველი რეაქცია და გამოხმაურება.

„აჭარის ეკონომიკის სამინისტროში უკვე 10-ზე მეტი განაცხადია შესული.  დაინტერესება იმდენად დიდია, რომ უწყების წარმომადგენელები დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პოტენციურ ინვესტორებთან და  ბიზნესმენებთან დღეში რამდენიმე შეხვედრას მართავენ.  28 ობიექტის მშენებლობაზე სურვილი გამოთქვა აჭარაში მოქმედმა ადგილობრივმა და სხვა ქართულმა  კომპანიებმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, რომლებსაც უკვე შეტანილი აქვთ განაცხადი. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ   სულ მალე მათ ოფიცილურ საიტზე დაიდება პროექტი და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ თავიანთი წინადადებები  გააცნონ უწყებას და არსებულ პროექტში საკუთარი შეხედულემისამებრ შეიტანონ კორექტივები", - განაცხადა მანჯგალაძემ.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)