Google+

რელიზები

02.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ხანუქას სანთელი აანთო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ებრაელების ტრადიციული დღსასასწაულის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო.  მიხეილ სააკაშვილი ხანუქას წმინდა სანთლის ანთების ცერემონიაში უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას. ებრაული საზოგადოების გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო სანთლის ანთების პატივი მსოფლიოში   საქართველოს, ამერიკის და ისრაელის პრეზიდენტებს აქვთ  მინიჭებული.

საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუკას დღსასწაული მიულოცა და ორი ერის ტრადიციულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 „ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც პირადად მე ცხოვრების გზას მინათებს, რადგან ეს არის ნათელი დღესასწაული, რომელიც არა მხოლოდ ებრაელ ხალხს, არამედ კაცობრიობას უნათებს გზას. ჩვენთვის ქართულ-ებრაული კულტურა არის საერთო ეროვნული ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირები არათუ არ გავწყვიტოთ, არამედ ბევრად გავაძლიეროთ კიდეც. ჩვენი დიდი სათვისტომოსთვის, რომელიც ისრაელშია, არაერთხელ მითქვამს, რომ მათი სახლი არის იქ და მათი სახლი არის აქ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატისა და საქართველოში მცხოვრები ებრაელობის წამომადგენლებმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)