Google+

რელიზები

29.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი დღეს სახელმწიფოს მეთაურს, სინგაპურის პრეზიდენტს ტონი ტანს შეხვდა. ლიდერებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა ის წარმატებული ეკონომიკური რეფორმები იყო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ტონი ტანთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სინგაპურის მოდელი საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი გახდა. მისი თქმით, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალურია იმ  გამოცდილების გაზიარება, რომელიც სინგაპურს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით აქვს.

ლიდერებმა, შეხვედრისას ეკონომიკური საკითხების გარდა, პოლიტიკური თემებიც განიხილეს და გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა პირმა შეხვედრა სახელმწიფო განვითარების მინისტრთანაც ხავ ბუნ ვანთან გამართა. მხარეებმა ყურადღება ეკონომიკურ და საინვესტიციო ფონდებთან ურთიერთობის პერსპექტივებზე გაამახვილეს.  

დღესვე მიხეილ სააკაშვილი სინგაპურში სხვა მაღალი რანგის შეხვედრებსაც გამართავს.     

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენლები იმყოფებიან.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)