Google+

რელიზები

26.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბაღდათელ მეღვინეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  სოფელ როხში  ბაღდათის მეღვინეებს  შეხვდა. ანდრო ბარნოვი მათ იმ ასოციაცის შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელიც ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასოციაციის ფარგლებში მეღვინეებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს ტექნოლოგიური სიახლეები, საკუთარი ცოდნა და  გამოცდილება გაუზიარონ. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, მეღვინეობის განვითარება რეგიონში ტურისტების მოზიდვასაც შეუწყობს  ხელს.

ანდრო ბარნოვმა ღვინის ფესტივალების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც, გორის მსგავსად,  მალე ქუთაისშიც გაიმართება. მისი თქმით, მსგავსი ფესტივალების გამართვა ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და, ამასთან, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს,  რასაც, თავის მხრივ, არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

ბაღდათელ მეღვინეებთან შეხვედრა იოსებ კვირიკაშვილის ოჯახში გაიმართა, სადაც, ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და იმერეთის ტრაციდიული ღვინის ასოციაციის დამაარსებელი კონსტანტინე რატიანი იმყოფებოდნენ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)