Google+

რელიზები

16.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „კოლეჯი, რომლის მშენებლობის პროცესშიც პირადად ვიღებდი მონაწილეობას, „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესის მსხვერპლი გახდა“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს, გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრს ესტუმრა, რომელიც მეცხრე თვეა აღარ ფუნქციონირებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ეს კოლეჯიც „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესის მსხვერპლია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ კოლეჯს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ქვეყნის აღმშენებლობას ყველაზე მეტად სწორედ პროფესიონალური კადრები სჭირდება. პროფესიული გადამზადების ცენტრი, რომელიც, დაახლოებით, 12 ათას სტუდენტზე იყო გათვლილი, მისი თქმით, 100 ათასობით ადამინს მიცემდა პროფესიის ათვისების საშუალებას. ამიტომ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ კოლეჯის ფუნქციონირების შეწყვეტა, შეიძლება უმუშევრობის ერთ-ერთ მიზეზადაც იყოს განხილული.

„სოციალური პრობლემებით დახუნძლული გლდანისთვის, ამ შენობის აქ აშენების არსი ამ რაიონისთვის მომავლის შანსის მიცემა იყო. განათლება არის ქვეყნის თავისუფლებისა და განვითარების შანსი. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ამ კოლეჯის დაკონსერვება ნიშნავს საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იმედის განადგურებას, და საქართველოს ეკონომიკის დაპაუზებას... კოლეჯი, რომლის მშენებლობის პროცესშიც პირადად ვიღებდი მონაწილეობას, „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესის მსხვერპლი გახდა... უკვე იმის უნარიც დავკარგე, რომ აღვშფოთდე ან შევშფოთდე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - „ამ კოლეჯში ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და მათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მივცეთ“.

ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ პროფესიული განათლების სისტემა ახალი მთავრობის პირობებშიც არ შეწყვეტს არსებობას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, არ შეაჩეროს ქვეყანაში მშენებლობის პროცესი, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო დაპაუზებულ მდგომარეობაში იყოს.

საქართველოს პრეზიდენტს იქ მყოფი ადგილობრივი ახალგაზრდა გაესაუბრა, რომლებმაც ყურადღება სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივაზე გაამახვილეს. კოლეჯის დახურვის გამო, მათ სინანული გამოთქვეს და სტუდენტური დასაქმების საზაფხულო პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობითაც დაინტერესდნენ.  

საზოგადოებრივი პროფესიული კოლეჯი, რომლის მშენებლობის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, სექტემბერში გაიხსნა. ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით,  განათლების სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს პროფესიული განათლების მისაღებად,  1000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერებიც გადასცა. საზოგადოებრივი პროფესიული კოლეჯი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ქვეყნის რამდენიმე წლის განმავლობაში მასშტაბით 18 პროფესიული კოლეჯი ამოქმედდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)