Google+

რელიზები

06.02.2011
მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა


ორმხრივი შეხვედრა ანგელა მერკელთან. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას.

ამ კვირას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მის მიმართვაში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე, როგორც რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საწინდარზე, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის მხრიდან მის მიერ ინიცირებული დიალოგის უარყოფაზე და დაგმო მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში. 

ავღანეთთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობაზე, როგორც საშუალებაზე საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში წვლილის შეტანაზე. მან შესთავაზა პრეზიდენტ კარზაის სამართალდამცავი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში მხარდაჭერა. ტრანსპარენსი ინტერნეშენალის, გლობალური კორუფციის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით 2010 წელს საქართველო ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა კორუფციასთან ბრძოლაში.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს, ასევე შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, კონფერენციის ფარგლებში გამართული ოფიციალური ორმხრივ პირადი შეხვედრის ფორმატით. 

30 წუთიან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია, ქვეყნის წარმატება რეფორმების განხორციელებაში და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების საკითხები. ქვეყნის ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში და ზოგადად კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე.

ორივე ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების არსებობით.

კანცლერმა მხარი დაუჭირა საქართველოს დაპირებას მხოლოდ მშვიდობიანი გზების გამოყენებაზე რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალის გამოუყენებლობაზე 2010 წლის ნოემბერში და მოუწოდა რუსეთს ჩართულიყო პოლიტიკურ დიალოგში.

შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: "საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები გერმანიასთან, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებთან. მსურს მადლობა მოვახსენო გერმანიის კანცლერს ხანგრძლივი და ძლიერი მხარდაჭერისათვის ჩვენი ტერიტორიული ინტეგრაციისადმი, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი."

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)