Google+

რელიზები

24.02.2011
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საუბარი ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. 

მიხეილ სააკაშვილმა და ჯეიმს სტეინბერგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა  კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხების დეპარტამენტის დირექტორი დანიელა გარბი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი  ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)