Google+

რელიზები

10.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ სპორტსმენს ალბერტო ტომბას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ალბერტო ტომბას პრეზიდენტი  სასახლეში შეხვდა. ალბერტო ტომბა პრეზიდენტს იმ შთაბეჭდილებების შესახებ ესაუბრა, რომელიც მან გუდაურისა და მესტიის სათხილამურო ტრასების დათვალიერებისას მიიღო. როგორც ლეგენდარულმა სპორტსმენმა აღნიშნა, საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.  

საქართველოსა პრეზიდენტისა და იტალიელი სპორტსმენის შეხვედრა არაოფიციალურ გარემოში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე „სილქ როუდ ჯგუფის" პრეზიდენტი ესწრებოდნენ.  

ზამთრის ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებული და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულალიზაციის მიზნით ესტუმრა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)